ფაჩულიას 3 წუთი და გოლდენ სტეიტის მეორე გამარჯვება ფინალში

ფაჩულიას 3 წუთი და გოლდენ სტეიტის მეორე გამარჯვება ფინალში

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ნბა-ს ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო (122:103) “კლივლენდს” და ზედიზედ მეორე ჩემპიონობას მიუახლოვდა. სერიის წინა მატჩისგან გნსხვავებით, ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა ამჯერად ითამაშა. ზაზა ფაჩულია მოედანზე მატჩის ბოლოს გამოიყვანეს, როცა “გოლდენ სტეიტს” მოგება გარანტირებული ჰქონდა.

ფაჩულიამ მთლიანობაში 3 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართელმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება მატჩის ბედს, ის “გოლდენ სტეიტის” “ოქროს სამეულმა” – კევინ დიურანტმა, სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა გადაწყვიტეს. კარიმ ნბა-ს ფინალური სერიების ყველა დროის რეკორდი დაამყარა “კლივლენდის” ფარში ჩაგდებული 9 სამქულიანით. მან ერთით გააუმჯობესა რეი ალენის შედეგი.

ფინალური სერიის მე-3 მატჩი 7 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.