ჰიუსონში მოგებული ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩის შემდეგ “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” “ჰიუსტონთან” მეორე მატჩი წააგო და საერთო ანგარიში გათანაბრდა. პირველი მატჩისგან განსხხვავებით, ზაზა ფაჩულიამ ამჯერად ითამაშა. მწვრთნელმა ქართელი ცენტრი მატჩის ბოლო 5 წუთი ათამაშა, რის განმავლობაშიც ფაჩულიამ 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება მატჩს, ჰიუსტონელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს – 127:105. კრის პოლმა, პიჯეი ტაკერმა და ჰარდენ-გორდონის წყვილმა ზეშედეგიანად ითამაშეს და მოქმედ ჩემპიონებს შანსი არ დაუტოვეს. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და ახლა მომდევნო 2 მატჩი ოკლენდში გაიმართება. მოედნის უპირატესობა “გოლდენ სტეიტის” მხარეზეა, თუმცა სერია 4 მოგებამდეა და მოედნის უპირატესობის გამოყენებამდე ჯერ შორია.
შემდეგი მატჩი 21 მაისს გაიმართება.