ფაჩულიას 5 ქულა ინდიანაში წაგებულ მატჩში

ფაჩულიას 5 ქულა ინდიანაში წაგებულ მატჩში

“გოლდენ სტეიტ უორიორსი”, რომლის ღირსებასაც ქართელი, ზაზა ფაჩულია იცავს, ინდიანაში განადგურდა. მოქმედმა ჩემპიონმა “პეიზერსთან” სტუმრად 106:126 წააგო. ოკლენდელების ვარსკვლავურ გუნდს მხოლოდ სტეფ კარი აკლდა, თუმცა კევინ დიურანტმა, კლეი ტომპსონმა, დრეიმონდ გრინმა და მათმა დამხმარეებმა ინდდიანაპოლისში ვერაფერი გააწყვეს. 

ქართველ ცენტრს სასტარტო ხუთულში არ უთამაშია. ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 7 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯავალი მაკგიმ, რომელიც ოკლენდელთა სასტარტო ცენტრი გახლდათ, 12 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.

57 მოგებითა და 22 მარცხით “გოლდენ სტეიტს” რეგულარული ჩემპიონატის მოგების შანსი დაკარგული აქვს. დარჩენილ 3 მატჩში ოკლენდელებს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ მდევარ “ტორონტოსთან”. შემდეგი შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 8 აპრილს, შინ “ნიუ ორლეანთან” ელის.