ფაჩულიას 6 ქულა, 6 მოხსნა და საშინაო მარცხი “საკრამენტისთან”

ფაჩულიას 6 ქულა, 6 მოხსნა და საშინაო მარცხი “საკრამენტისთან”

„დასალ მავერისკმა“ „საკრამენტო კინგსთან“ 22-მატჩიანი საშინაო წარმატებული სერია შეწყვიტა. გასულ იანვარში ამ გუნდების დალასური მატჩი მასპინძლებმა დრამატულ ბრძოლაში მოიგეს, როცა ეორე ოვერტაიმში 10 ქულით ჩამორჩენილებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და წარმატებული სერია 22 მოგებამდე გაზარდეს. ამჯერად დალასელებმა ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 101:104 დათმეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 ქუთი გაატარა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი 6 ქულით, 6 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. ფაჩულიას საკრამენტოელმა ოპონენტმა დემარკუს ქაზენსმა 36 წუთში 22 ქულა13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „დალასში“ 28 ქულით საუკეთესო ჩენდლერ პერსონსი გახლდათ, დირკ ნოვიცკიმ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. ერთადერთი დალასელი, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა დევიდ ლი იყო, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
33 მოგებითა და 29 მარცხით „დალასი“ დასაველთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს „პორტლენდთან“ იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს დენვერში, 7 მარტს ელის.