ფაჩულიას 6 ქულა და 6 მოხსნა “ინდიანასთან”

ფაჩულიას 6 ქულა და 6 მოხსნა “ინდიანასთან”

„ატლანტა ჰოუქსის“ ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩუალიამ „ინდიანასთან“ 94:84 მოგებულ შეხვედრაში 6 ქულა და ამდენივე მოხსნა გააკეთა. ის მოედანზე 13 წუთით იმყოფებოდა და 4 ორქულიანი ცდიდან 3 მოათავსა ინდიანელთა კალათში. ამის გარდა, ფაჩულიამ 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, თანაც ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.
ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან და თუკი უფრო მაღლა სურთ ასვლა, დივიზიონში „ორლანდოს“ უნდა გადაუსწრონ. საქმე იმაშია, რომ „ბოსტონმა“ და „კლივლენდმა“, აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში „ატლანტაზე“ მაღლა მყოფმა გუნდებმა, თავიანთ დივიზიონებში პირველობა გაინაღდეს და თუკი საკუთარ დივიზიონს არ მოიგებს, ფაჩულიას გუნდმა რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს, „ბოსტონზე“ და „კლივლენდზე“ ზემოთ ვერ ავა.
 
 
ინდიანელი როი ჰიბერტი ფაჩულიას შეჩერებას ცდილობს