ფაჩულიას 7 ქულა და 8 მოხსნა “ნიუ ჯერსისთან”

„ატლანტა ჰოუქსს“ მორიგ ტურში ნბა–ს ყველაზე  ცუდი შედეგის მქონე „ნიუ ჯერსის“ შეხვდა და დიდი უპირატესობით – 130:107 დაამარცხა.
ფაჩულიამ 19 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5–დან 2 ორქულიანი, ხოლო 6–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისმა კონკურენტმა ალ ჰორფორდმა „ორლანდოს“ 16 ქულა და 9 მოხსნა შემატა.
ამ გამარჯვებით ატლანტელები საკუთარ სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში „ორლანდოს“ გაუთანაბრდნენ – ორივე მათგანს 17 გამარჯვება და 6 მარცხი აქვთ. აღმოსავლეთ კონფერენციის მასშტაბით კი ატლანტელები ორლანდოელებთან ერთად 2–3 ადგილებს იყოფენ „ბოსტონ სელტიქსის“ შემდეგ.
მომდევნო მატჩს „ქორები“16 დეკემბერს ატლანტაში „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავენ.
 

ზაზა ფაჩულია ბრუკ ლოპესს და დევინ ჰარისს გაუძვრა

ფაჩულია ნიუჯერსელთა გამთამაშებელზე – რაფერ ალსტონზე დაფარებას ცდილობს