ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი ბოსტონში

ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი ბოსტონში

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” ბოსტონთნ საპასუხო შეხვედრა წააგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა 3 დღის წინ “სელტიქსს” შინ მოუგო, დღეს, გამთენიისას კი ბოსტონში ითამაშა და შეხვედრა 100:108 დათმო.
ქართელი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთით გამოჩნდა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამასთნ ერთად 4 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. “მილუოკიში” 19 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, “ბოსტონში” კი ჯორდან ჯროუფორდმა 25 მიითვალა.
3 მოგებით და 14 წაგებით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთში ბოლო ადგილზე რჩბა. მორიგი მატჩი მილუოკელებს ხვალ გამთენიისას, შინ “დეტროიტთან” აქვთ.