ფაჩულიას “ატლანტამ” სეზონის პირველი საგამოფენო მატჩი მოიგო

ფაჩულიას “ატლანტამ” სეზონის პირველი საგამოფენო მატჩი მოიგო

„ატლანტა ჰოუქსმა“ სამი მარცხის შემდეგ ამ სეზონის პირველი საგამოფენო მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდი ნიუ ორლეანში „ჰორნეტსს“ შეხვდა და 10 ქულის სხვაობით – 84:74 გაიმარჯვა.
 
ქართველმა ცენტრმა 16,12 წუთი ითამაშა და 1 ქულის მოგროვება შესძლო. ზაზამ თამაშიდან განხორციელებული 4 სროლიდან ყველა ააცილა, 2 საჯარიმოდან კი 1 ჩააგდო.  ფაჩულიამ ამას გარდა 4 მოხსნა მიითვალა და ერთხელაც ნიუორლეანელებს ბურთი ჩაუჭრა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ატლანტელი ჯო ჯონსონი გახდა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.
 
ნბა–ს რეგულარული ჩემპიონატი 26 ოქტომბერს იწყება, მანამდე კი ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ სამ საგამოფენო მატჩს გამართავს. 18 ოქტომბერს „ორლანდოსთან“, 21–ში „მაიამისთან“, ხოლო 22 ოქტომბერს „შარლოტთან“.