ფაჩულიას “დალასმა” ფილადელფიაშიც იმარჯვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა

ფაჩულიას “დალასმა” ფილადელფიაშიც იმარჯვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტეხასელები ფილადელფიას ესტუმრნენ და ადგილობრივი „სიქსერსი“ 92:86 დაამარცხეს. ფილადელფიელები ლიგის აუტსაიდერები არიან – მიმდინარე სეზონში გამართული 11-ივე შეხვედრა წააგეს.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად შედარებით მოკრძალებულად იმოქმედა. ქართველმა ცენტრმა ერთადერთხელ შეუტია თამაშიდან და ისიც არაზუსტად, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ზაზამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო.
დალასლთაგან საუკეთესოები დირკ ნოვიცკი და ჩენდლერ პერსონსი იყვნენ. პირველმა 31 წუთში 21 ქულა მიითვალა, პერსონსმა კი თამაშიდან 11-დან 8 ბურთი ჩააგდო და შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. ფილადელფიელთაგან საუკეთესო იყო ცენტრი ჯაჰილ ოკაფორი 19 ქულა-11 მოხსნით.
დალასელებს 4 წაგების წილ 7 მოგება აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე არიან. მორიგი მატჩი ტეხასელებს მასაჩუსეტსის შტატში 19 ნოემბერს, „ბოსტონ სელტიქსთან“ ელით.