ფაჩულიას დრო შეუმცირეს

რაც დრო გადის და გუნდი თამაშს აუმჯობესებს,„ატლანტა ჰოუქსის“ მწვრთნელი უფო ნაკლებად ენდობა სამარქაფოებს და მათ შორის ზაზა ფაჩულიას. 2 თებერვალს „ოკლაჰომასთან“ მატჩში ქართველიო ცენტრი 15 წუთით გავიდა მოედანზე, მეორე დღეს „კლიპერსთან“ 10 წუთი ითამაშა, ხოლო დღეს გამთენიისას „ჩიკაგოსთან“ (91:81) სულაც 5 წუთით დაკავდა. შესაბამისად ფაჩულიას შედეგიანობამ იკლო: ამ ბოლო სამ მატჩში ზაზამ მთლიანობაში 2 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
ატლანტელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამედან მეოთხე ადგილზე ჩამოინაცვლეს, რადგან „ოკლაჰომასთან“ განცდილი მარცხი ორლანდოელებმა „ქორებს“ არ აპატიეს და ცხრილში გადაუსწრეს.
მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ ვაშინგტონში ჩაატარებენ.