ფაჩულიას გასული სეზონის საჩემპიონო ბეჭედი კლეი ტომპსონმა “დეტროიტ”-“გოლდენ სტეიტის” მატჩამდე გადასცა

ფაჩულიას გასული სეზონის საჩემპიონო ბეჭედი კლეი ტომპსონმა “დეტროიტ”-“გოლდენ სტეიტის” მატჩამდე გადასცა

ზაზა ფაჩულია ოკლენდში თავის ყოფილ გუნდთან გოლდენ სტეიტ უორიორსთან სათამაშოდ ჩავიდა. მატჩის წინ ქართველმა ცენტრმა კლეი ტომპსონთან ერთად არენაზე გულშემატკივრების წინ გოლდენ სტეიტის შემადგებლობაში 2018 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი წარადგინა.

შეგახსენებთ, ფაჩულია უორიორსში 2016-18 წლებში თამაშობდა და 2 წელიწადში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.

გოლდენ სტეიტმა დეტრიტ პისტონსს ანგარიშით 121:114 მოუგო. ფაჩულიამ ყოფილ გუნდთან შეხვედრაში 13:44 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მისმა სტატისტიკამ 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა. 

დეტროიტს მომდევნო შეხვედრა 27 მარტს, სტუმრად დენვერ ნაგეტსთან ელის.