ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” “ბოსტონ სელტიქსი” კვლავ დაამარცხა

ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” “ბოსტონ სელტიქსი” კვლავ დაამარცხა

დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერმა, ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” აღმოსავლეთის მოწინავე “ბოსტონს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 109:105 გაიმარჯვა.

შეხვედრის მსველობისას სტეფ კარიმ და მისმა მეტოქე კაირი ირვინგმა “რბოლა” მოაწყვეს – ისინი ტყორცნებში გაეჯიბრნენ. საბოლოოდ სტეფმა 8 სამქულიანი (13-დან) და 49 ქულა ჩააგდო, ხოლო ირვინგმა 37 ქულას მოუყარა თავი (6-დან 5 სამიანი).

ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც უკეთ ისროდა, ის გაიმარჯვებდა. სტეფმა ბოლო 1:42 წუთში 13 ქულა მიითვალა… სხვათა შორის, ეს კარის ზედიზედ მეხუთე მატჩია, რომელშიც 5 და მეტ სამქულიანს აგდებს.

 

ზაზა ფაჩულია, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 15 წუთი გაატარა, 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 2 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. კევინ დურანტი 20 ქულამდე ავიდა.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩს 31 იანვარს “იუტასთან” გამართავს, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იგორ კოკოშკოვია.