ფაჩულიას გუნდი ლიგის ლიდერთან 7 ქულით დამარცხდა

ფაჩულიას გუნდი ლიგის ლიდერთან 7 ქულით დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნბა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდს უმასპინძლა და 98:105 დამარცხა. მილუოკელებმა სუსტად ჩაატარეს მე-2 და მე-2 მეოთხედები და მიუხედავად იმისა, რომ წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ, საბოლოოდ მაინც წააგეს.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ზაზამ 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. საუკეთესო ტრავმამოშუშებული ჯარედ დადლი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

36 მოგებითა და 37 წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე კვლავ მყარად არიან. მომდევნო მატჩს მილუოკელები ფაჩულიას ყოფილ გუნდ „ჰოუქსთან”, 30 მარტს, ატლანტაში გამართავენ.