ზაზა ფაჩულიას “ატლანტამ” დღეს გამთენიისას მორიგი გამარჯვება მიითვალა. ჯორჯიელები სამხრეთელ “მაიამი ჰითს” ესტუმრნენ და დიდი გართულების გარეშე – 87:73.
ატლანტელებმა პირველი მეოთხედი 5 ქულით წააგეს, თუმცა მეორეში და მესამეში, რომ იტყვიან, გადაურბინეს მეტოქეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 20 ქულას იგებდნენ. დარჩენილ დროში ნბა–ს მაჩანჩალა “მაიამიმ” ვეღარაფერი გააწყო და “ატლანტამ” მიმდინარე სეზონში მე–14 გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ დივიზიონში კვლავ მეორე ადგილზეა “ორლანდოს” ზურგსუკან.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 17 წუთი გაატარა. ფაჩულიას ანგარიშჭზე 7 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა – სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი მას არ ჰქონია. რაც შეეხება სროლებს, ზაზამ 3 ორქულიანი ცდიდან 2 ჩააგდო, რასაც 4–დან 3 საჯარიმოც მოაყოლა.
ატლანტელები მორიგ მატჩს ჩვენი დროით ხვალ გამთენიისას ჩაატარაბენ – “ქორების” სტუმარი აღმოსავლეთის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი “კლივლენდი” იქნება.
თანაგუნდელ ჯო ჯონსონს(#2) გზას უკაფავს ზაზა ფაჩულია