ფაჩულიას გუნდის ოვერტაიმში წაგებული მორიგი მატჩი. “მილუოკი ბაქსმა” “ვაშინგტონს” უმასპინძლა და დამატებით დროში – 92:100 წააგეს.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ- 87:87 დასრულდა, თუმცა ოვერტაიმში სტუმრებმა იძალეს და “მილუოკიმ” ზედიედ მე-10 მარცხი განიცადა. ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში, 36:13 წუთი ითამაშა. ქართელმა ცენტრმა 2-1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა აქტიური იყო ფარიდან ასხლეტილი ბურთბის მოპოვებაშ და მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი – 10 მოხსნა მიითალა. ზაზამ 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონელთგანსაუკეთსო პოლონელი მარცინ გორტატი იყო, რომელმაც 12-სან 11ორქულიანი ჩააგდო და თავი მთლიანობაში 25 ქულას მოუყარა.
“მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერზეა დალექილი და დიდი ძალისხმევა მოუწევს, აუტსაიდერობას რომ თავი დააღწიოს. მორიგი შეხვედრა მილუოკელებს შარლოტში, 29 ნოემბერს ელით.