ფაჩულიას მილუოკიმ რეგულარული 41-41 მოგებ-წაგებით დაასულა და პლეი ოფში ჩიკაგოს შეხვდება

ფაჩულიას მილუოკიმ რეგულარული 41-41 მოგებ-წაგებით დაასულა და პლეი ოფში ჩიკაგოს შეხვდება

ნბა-ს რეგულაული ჩემპიონატი დასრულდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში მოასპარეზე ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ რეგულარული ცხრილში მე-6 ადგილე დაასრულა. ბოლო, 82-ე მატჩში მილუოკელებმა მდევარ „ბოსტონს“ უმასპინძლეს და ამ მატჩის შედეგი არაფერს ცვლიდა.
 
ფაჩულიას გუნდმა 100:105 წააგო და რეგულარული სეზონი მოგებ-წაგებათა თანაბარი ოდენობით (41-41) დაასრულა. სეონის რიგით 82-ე მატჩში ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში, 15 წუთი ითამაშა და არაფრისმომცემ მატჩში 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
 
მილუოკელები პლეი ოფის პირველ რაუნდში „ჩიკაგო ბულსს“ შეხვდებიან. სერია 4 მოგებამდეა,
მოედნის უპირატესობა კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილე გასულ ჩიკაგოელებს ექნებათ.