ფაჩულიას ოქროს მოხსნა და “ატლანტას” გამარჯვება

ფაჩულიას ოქროს მოხსნა და “ატლანტას” გამარჯვება

მიმდინარე სეზონის პირველ მატჩი რომ არ ჩავთვალოთ (29 წუთი), ზაზა ფაჩულია იმდენი ხანს არ ყოფილა მოედანზე, რამდენიც წუხელ „ფილადელფიასთან“. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
 
ზაზა საკმაოდ სარგებლიანი იყო. შესაძლოა, მას არ ჰქონდა შთამბეჭდავი სტატისტიკა, მაგრამ ქართველმა ცენტრმა ატლანტელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ქორები“ აგებდნენ, თანაც გვარიანად – 72:85. ატლანტელებმა მოინდომეს და მატჩის ბოლო წუთებზე 21:3 გაქცევის შემდეგ თამაში 93:88 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 2,18 წუთში ფილადელფიელებს ბურთი არ ჩაუგდიათ.
 
თამაშის დასრულებას 12 წამი აკლდა, როცა 3 ქულით დაწინაურებული „ატლანტას“ ძირითადი ცენტრი ალ ჰორფორდი საჯარიმოებს ესროდა. მან ორივე ააცილა და „ქორების“ ბედიც სასწორზე უნდა დამდგარიყო, თუმცა ზაზა ფაჩულიამ იმარჯვა, ჰორფორდის აცილებული ბურთი მოხსნა და ამით თავისიანებს გამარჯვება გაუნაღდა. ზაზამ ბურთი ჯამალ კროუფორდს გადააწოდა, რომელზეც ფილადელფიელები დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა ორივე სროლა ჩააგდო.
 
ეს გახლდათ ატლანტელთა ზედიზედ მე–5 მოგება და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–3 ადგილს ინარჩუნებენ. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს ამაღამ მაიამიში ელის.
 

ზაზა ფაჩულიამ “ფილადელფიის” ახალბედა
ჯოდი მიკსი იატაკზე გაშხლართა