ფაჩულიას სეზონის პირველი ხუთეული

ზაზა ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი ხუთეულში ითამაშა. ეს იყო სეზონის პირველი სასტარტო გამოსვლა ქართველი ცენტრისთვის და მანაც თავი არ შეირცხვინა – 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მისმა „ატლანტამ“ კი „კლივლენდი“ 99:83 დაამარცხა.
ეს მატჩი არ იყო არც ერთი გუნდის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი, რაქდგან ორივე მათგანს ცხრილში ადგილი გარკვეული აქვთ: „კლივლენდი“ პირველზე გავიდა, ხოლო ატლანტელებმა მესამე ადგილი დაიბევეს. ამ მატჩში არც ლებრონ ჯეიმსსს მიუღია მონაწილეობა, არც ატლანტელთა ლიდერ ჯო ჯონსონს და საერთოდ, ლიდერებმა დაისვენეს.
შეხვედრაც თავისი ტემპით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ფაჩულიამ 9 ორქულინიდან 6 ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა.
წინ პლეი ოფია, „ატლანტას“ მეტოქე კი აღმოსავლეთში მე–6 ადგილის დამკავებელი „მილუოკია“. ფაჩულიას გუნდს მოედნის უპირატესობა აქვს, გამარჯვება კი 4 მოგებამდეა.
პირველ საპლეიოფო მატჩს ატლანტელები 20 აპრილს შინაურ „ფილიპს არენაზე“ გამართავენ.