ფაჩულიას ტეხასური 5 ქულა–მოხსნა

ფაჩულიას ტეხასური 5 ქულა–მოხსნა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ დასავლეთის მძლავრ წარმომადგენელ „სან ანტონიოსთან“ უშანსოდ დამარცხდა. ჯორჯიელებმა ტეხასში გამართული შეხვედრის მხოლოდ მეორე მეოთხედი, ისიც 2 ქულით მოიგეს, მთლიანობაში კი დიდი სხვაობით – 83:105 წააგეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ „სან ანტონიოს“ მეფარეებთან, დეჟან ბლერთან და ტიაგო სპლიტერთან ბრძოლა გაუჭირდა და შეხვედრა 5 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ფაჩულიამ 26,40 წუთი ითამაშა და 4–დან 2 ორქულიანთან ერთად 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზა ფაჩულია და სანანტონიოელთა ახალბედა კაუვი ლეონარდი
ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი გამთამაშებელ ჯეფ ტიგს ჰქონდა, რომლის 20 ქულა ვერაფერი შვება აღმოჩნდა „ქორებისთვის“. ძირითადი გამთამაშებელი რომ შეხვედრას შედეგიანი გადაცემის გარეშე დაამთავრებს,იქ რაიმე წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯეფ ტიგს სწორეად რომ 1 პასიც არ გაუკეთებია, რაც, ცხადია, მისი თანაგუნდელების ბრალიცაა, რომლებიც მიზანში ვერ ესროდნენ.
13 გამარჯვებითა და 6 მარცხით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანასთან“ ერთად V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრა გასვლით ტურნეზე მყოფ „ატლანტას“ დეტროიტში, ადგილობრივ „პისტონსთან“ ზეგ გამთენიისას ელის.