ფედერაცია ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორთან ხელშეკრულებას ახანგრძლივებს

ხვალ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სპონსორთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება. კომპანია “ნატახტარი” 2011 წლიდან ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია და აღნიშნული სტატუსი ხვალინდელ პრესკონფერენციაზე 2016 წლამდე გახანგრძლივდება.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 4 დეკემბერს, 11 საათისთვის.