ფედერაციის მილოცვა მანუჩარ მარკოიშვილს

ფედერაციის მილოცვა მანუჩარ მარკოიშვილს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი, რომელმაც სათამაშო კარიერა წელს დაასრულა, იუბილარია. მანუჩარ მარკოიშვილი დღეს 33 წლის გახდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს მანუჩარს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს ახალდაწყებულ სამწვრთნელო კარიერასა და პირად ცხოვრებაში.