ფედერაციის მილოცვა ზაზა ფაჩულიას

ფედერაციის მილოცვა ზაზა ფაჩულიას

ეროვნული ნაკრების კაპიტანი იუბილიარია. ზაზა ფაჩულია დღეს 31 წლის გახდა. „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ცენტრმა მშვენიერი საჩუქარი მიიღო. მიკროტრავმის გამო გაცდენილი 6 მატჩის შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდა და მისი თანამონაწილეობით მილუოკელებმა „ბრუკლინ ნეთსთან“ გამარჯვება მოიპოვეს.
მიმლოცველთა დიდ არმიას უერთდება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ეროვნული ნაკრების კაპიტანს დაბადების დღეს ულოცავს. „ფაჩულია სამაგალითოა როგორც მოედანზე, ისე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. წარმატებები არ მოკლებოდეს ზაზას და კიდევ დიდ ხანს გაეხარებინოს მისი ქართველი და არამარტო ქართველი გულშემატკივრების არმია“.