ფიბა–ევროპამ დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც 2010 წლის ასაკობრივ ჩემპიონატებს უმასპინძლებს. საქართველოს სამივე ასაკობრივ ჩემპიონატში გამოჰყავს გუნდი – 20, 18 და 16–წლამდელებში.
20–წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც დავით უსტიაშვილი ხელმძღვანელობს, 14–დან 24 ივლისამდე ავსტრიის ქალაქებში – ობერვარტსა და გესინგში მოუწევს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა.
ხოლო მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი 18–წლამდელთა ნაკრები 2010 წლის 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე ისრაელის დედაქალაქ თელ–ავივში ითამაშებს. 18–წლამდელებიც B დივიზიონში არიან.
რაც შეეხება ასევე B დივიზიონში მყოფ 16–წლამდელებს, რომელსაც გია კაზანჯიანი თავკაცობს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მოუწევს კონტინენტის ჩემპიონატზე თამაში. ტურნირი 5–დან 15 აგვისტომდე გაიმართება.
რაც შეეხება A დივიზიონში მყოფ ეროვნულ ნაკრებს, კენჭისყრა 16 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც დადგინდება კალენდარი.