ფიბა–ევროპამ ქართველი მსაჯ–კომისრები ახალ მატჩებზე დანიშნა

ქართველმა მსაჯ–კომისრებმა ფიბა–ევროპისგან ახალი დანიშვნები მიიღეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის კომისარი მერაბ რატიშვილი შემდეგი მატჩების გასაძღოლად არის მიწვეული:
 
ევროჩელენჯი. 30 ნოემბერი, იზმირი, თურქეთი
ქარშიაქა (თურქეთი) – აპოელი (კვიპროსი)
 
ქალთა ევროლიგა. 1 დეკემბერი, სტამბოლი, თურქეთი
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – რივას ეკოპოლისი (ესპანეთი)
 
ფიბას–ს არბიტრი მაკა კუპატაძესაც უახლოეს ხანებში 2 მატჩის მსაჯობა მოუწევს:
 
ქალთა ევროპის თასი. 2 დეკემბერი, ათენი, საბერძნეთი
ათინაიკოსი (საბერძნეთი) – ნოვი ზაგრები (ხორვატია)
 
ქალთა ევროლიგა. 9 დეკემბერი, ტარანტო, იტალია
ტარანტო (იტალია) – ტტ რიგა (ლატვია)