ქართველი მსაჯები და კომისარი უკვე სრული აქტივობით ჩაებნენ ევროფერხულში, რაც ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობას, მატჩების მომსახურებას გულისხმობს. ევროკალათბურთის მმართველმა ორგანომ მომავალი თვის პირველ ნახევარში გასამართ მატჩებზე ოფიციალური პირები დანიშნა. 1–დან 15 ნოემბრამდე ევროტურნირების მატჩებზე საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები – მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი , ასევე ფიბა–ს კომისარი, მერაბ რატიშვილი იქნებიან მივლინებულნი.
მაკა კუპატაძე
14 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (თურქეთი) – მონდევილი (საფრანგეთი)
15 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ქაისერი (თურქეთი)
ქაისერი (თურქეთი) – ჰორიზონტი (ბელარუსი)
დავით ბერეკაშვილი
6 ნოემბერი. ევროჩელენჯი. ტიმიშოარა (რუმინეთი)
ტიმიშოარა (რუმინეთი) – კიორმენდი (უნგრეთი)
მერაბ რატიშვილი
7 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. პრაღა (ჩეხეთი)
უსკ პრაღა (ჩეხეთი) – ეკატერინბურგი (რუსეთი)
maka kupataZe evropis qalTa axalgazrduli Cempionatis matCSi msajobisas