30 იანვარს ლიტვაში ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა გიმართება. ფიბა-ევროპამ კი ევროპირველობის მონაწილეები სიძლიერის მიხედვით კალათებში განთესა. კონტურები აქამდეც ცნობილი იყო, თუმც ოფიციალურად ახლა გადაწყდა რომ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა მაკედონიასთან, დიდ ბრიტანეთთან და ისრაელთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფში არ მოხვდებიან.
კალათებში გუნდები ასე განაწილდა:1 კალთაესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია
2 კალათასაფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი
3 კალათაგერმანია, ლიტვა, ჩერნიგორია, ბელგია
4 კალათადიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო
5 ჯგუფიიტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია
6 ჯგუფიუკრაინა, ლიტვა, (დანარჩენი 2 წევრი აგვისტოში გაირკვევა პორტუგალიიდან, უნგრეთიდან და ფინეთიდან)
ევროპის ჩემპიონატი 2011 მწლის 31 აგვისტოს დაიწყება და ლიტვის 4 ქალაქში – ვილნიუსში, კაუსნასში, შაულიაისა და პანევეზისში გაიმართება.