ფიბა-მ ევრობასკეტ 2017-ის მედია-აკრედიტაციებზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფიბა-მ ევრობასკეტ 2017-ის მედია-აკრედიტაციებზე განაცხადების მიღება დაიწყო

კალათბურთში ევროპის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ფიბა-მ მედია-აკრედიტაციების მიღბის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ევრობასკეტი წლეულს ევროპის 4 ქვეყანაში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპს თურქეთი, ისრაელი, რუმინეთი და ფინეთი უმასპინძლებენ, რის შემდეგაც, პლეი ოფში გასული გუნდები სტამბოლში შეიკრიბებიან და ჩემპიონს გამოავლენენ.

ევრობასკეტზე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების რაოდენობა განსაზღვრულია. მათ მისაღებად ავტორიზაცია უნდა გაიაროთ ფიბა-ს მედია-პორტალზე (https://accreditation.fiba.com/fiba-publicregistration/en-US/Account) და შეავსოთ სპეციალური აპლიკაცია.
ინფორმაცია აკრედიტაციის მიღბის მსურველთათვის განთავსებულია ფიბა-ს ვებ-გვერდზე: http://www.fiba.com/eurobasket/2017/media-accreditation
გისურვებთ, წარმატებებს!