ფიბა-მ რუსეთის ნაკრებებს დისკვალიფიკაცია მოუხსნა

9 აგვისტოს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ფიბა-ს ასამბლეის სხდომაზე რუსეთი საკითხიც განიხილეს და ამ ქვეყნის ნაკრებებს, რომლებიც მოკვეთილნი იყვნენ საერთაშორისო ასპარეზობებიდან, სანქცია მოუხსნეს.
ფიბა-მ რუსეთს 29 აგვისტოს დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზი ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციაში არასტაბილური ვითარება იყო. სასამართლოს დადგენილებით, პრეზიდენტ იულია აკინეევას მმართველობა არაკანონიერად იქნა მიჩნეული და ახალი არჩევნების გამართვის აუცილებლობა გამოცხადდა. არჩევნებს საშველი არ დაედგა და ფიბა-მაც რუსეთს დისკვალიფიკაცია მისცა.
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 25 აგვისტოს დაინიშნა და ფიბა-ს სანქციის შერბილებაც ამას მოჰყვა. ნაკრებები ევროასპარეზზე დაუშვეს – რუსეთის გოგონათა ნაკრები 18-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე თამაშობს, თუმცა ფიბა-ს წევრობა რუსეთს დროებით შეჩერებული აქვს.