14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „ქუთაისი“ და „აკადემია“ შეხვდებიან.
ბათუმში ადგილობრივმა ,,ბათუმმა” ,,ქუთაისს” უმასპინძლა და 62:70 მარცხი განიცადა. ქუთაისელებმა ,,ზღვისპირელებს” სერიაში 2:1 სძლიეს და ფინალური საგზური მოიპოვეს. იმერლებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და საწყის ათწუთეულში 14:8 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით 32:25 გავიდნენ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ბათუმელებიც გააქტიურდნენ და სხვაობა 5-ქულამდე შეამცირეს (43:48), თუმცა დასკვნით მეოთხედში მეტოქეს სათანადო წინაარმდეგობა ვეღარ გაუწიეს და მარცხი განიცადეს.
ქუთაისელებს 34 ქულით იოანე გუბაევმა ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და 29 მოხსნით ორმაგი დუბლი ლადო ფურცხვანიძემ გაიფორმა. ,,ბათუმის” შემადგენლობაში გამოირჩა დავით აფხაზავა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.
19 და 20 მაისს თბილისის სპორტის სასახლემ 14-წლამდელთა ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში, სადაც ერთმანეთს ,,აკადემია” და ,,კარდინალი-ორბი” დაუპირისპირდნენ, გამარჯვება აკადემიელებმა მოიპოვეს, რომლებმაც მეტოქე დიდი სხვაობით, 86:47 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. აკადემიის გუნდმა მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და სერია იოლი მოგებით გახსნა.
,,კარდინალის” შემადგენლობაში 15 ქულით ზაზა გონჯილაშვილმა გამოირჩა, ხოლო 14 ქულა ნიკა ლოლიშვილმა დააგროვა. გამარჯვებილთაგან საუკეტესო იყო გიორგი ცირიკიძე, რომელმაც საკუთრ გუნდს ორმაგი დუბლით, 22 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა.
სერიის განმეორებით მატჩში კვლავ ,,აკადემიამ” იმარჯვა – 69:50, მეტოქეს სერიაში 2:0 აჯობა და ფინალური საგზური მოიპოვა. კარდინალის გუნდმა მოწინააღმდეგესთან მეორე შეხვედრაშიც ვერაფერი გააწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ამრიგად, 14-წლამდელთა ფინალში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, ერთმანეთს ,,აკადემია” და ,,ქუთაისი” დაუპირისპირდებიან.
სრული სტატისტიკა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.superleague.ge/u-14/