ფინეთმა საქართველო 87:73 დაამარცხა

ფინეთმა საქართველო 87:73 დაამარცხა

საქართველო 73:87 ფინეთი
13:22, 20:14, 19:25, 21:26
მსაჯები: ხუან არტეგა (ესპანეთი), ემინ მოგულკოჩი (თურქეთი), ვლადიმირ დრაბიკოვსკი (უკრაინა)

 ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე კი არიან განაცხადში, მაგრამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ. შეხვედრა სანიკიძის სამქულიანით გაიხსნა, რასაც შონ ჰუფმა იგივეთი უპასუხა. მომდევნო 3 წუთი დაცვითი თამაში მიმდინარეობდა. სანიკიძის ჩატენილს ფინელებმა სამქულიანით უპასუხეს – კოპონენის სროლის შემდეგ ფინეთი 6:5 დაწინაურდა. 5 წუთის შემდეგ ასეთი მცირქულიანი ანგარიშია.
სასუ სალინის სამქულიანის შემდეგ ფინეთი 9:5 დაწინაურდა.
 

 
ვიქტორ სანიკიძე მეორე სამქულიანს აგდებს და მეოთხედის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე ფინეთის უპირატესობა 1 ქულამდე მცირდება. მარკიზ ჰაინსი საჯარიმოს ხაზიდან ანგარიშს ათანაბრებს – 9:9. მურინენი ქართველების შეუთანხმებლობით სარგებლობს და ფარქვეშიდან ორქულიანს ითვლის, ხოლო ანტი ნიიკილა საჯარიმოებით ფინეთს 4 ქულით აწინაურებს – 13:9. შერმადინი საჯარიმოს ხაზიდან ზუსტია, თუმცა მიკო კოივისტო სამიანს ითვლის და 16:11 ფინეთის სასარგებლოდ სირენამდე 1:40 წუთით ადრე. სალინი საჯარიმოებს აგდებს, თუმცა შერმადინი შენგელიას აცილებულს ამატებს – 13:18.  დარჩენილ დროში ფინელებმა კიდევ მითვალეს ქულები, ქართველებმა კი საჯარიმოები ააცილეს და მეოთხედი 22:13 დასრულდა.
 

 
მეორე მეოთხედი
მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ჩინებულად დაიწყო. 2 წუთიანი მონაკვეთი 8:0 მოიგო, ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, თან ფინელებს უკვე 4 გუნდური ჯარიმა დაუგროვდათ. 23:24 ტაიმის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე. კოპონენი მორიგ სამქულიანს ითვლის და 27:23.  შერმადინი ორქულიანს აგდებს, თან ფინელ მეურვეს აიძულებს დასჯარიმდეს. საჯარიმოსაც ზუსტად ესვრის და ქართველები ჩამორჩენას მინიმუმამდე  ამცირებენ – 26:27. კოივისტო სამქულიანს გვიგდებს და ფინელები კვლავ წინ გადიან – 30:26 სირენამდე 5 წუთით ადრე.
 
მარკიზ ჰაინსმა პირველი შედეგიანი გარღვევა განახორციელა. ჩვენები დაცვაში კარგად დგანან, ბურთს იღებენ და შენგელია კონტრშეტევას ზუსტად აგვირგვინებს – 30:30 პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე. ტუკა კოტი საშუალო მანძილიდან ორქულიანს აგდებს, რასაც ჩვენების შეტევაში ჯარიმები და ფინელი მაკალაინეს ორქულიანი მოჰყვება. გამყრელიძე ფინელებს შორი ორქულიანით პასუხობს, შემდეგ ერთ საჯარიმოსაც აგდებს – 33:34 სირენამდე 30 წამით ადრე. ფინელები სწრაფ შეტევას ახორციელებენ და ტუკა კოტი ფარქვეშიდან ორიანს აგდებს – 36:33 ფინელების სასარგებლოდ. იგორ კოკოშკოვი წუთშესვენებას იღებს, დასრულებემდე კი 27 წამია, თუმცა აღარაფერი იცვლება – 36:33 პირველი ტაიმის შემდეგ.
 
მესამე მეოთხედი
კიმო მურინენმა ზედიზედ 2 ორქულიანით გახსნა მეორე ტაიმი, რასაც მარკოიშვილმა ასევე ორქულიანით უპასუხა – 35:40. ჩვენები შეტევაში ბურთს ვერ უფრთხილდებიან და კონტრშეტევით კოპონენი ფინეთის უპირატესობას 7 ქულამდე ზრდის – 42:35. ცქიტიშვილის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ ჩამორჩენას 5 ქულამდე ვამცირებთ. ფინელთა უკანახაზელი ტემუ რანიკოს შორეული სროლის შემდეგ ფინელები 9 ქულით გადიან წინ – 46:37, მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთია,
 
კოკოშკოვი წუთშესვენებას იღებს, რის შემდეგაც მარკიზ ჰაინსი სამქულიანს აგდებს. ფინელები ერთ საჯარიმოს აგდებენ, რასაც შერმადინი ორქულიანით პასუხობს – 47:42 სირენამდე 5 წუთით ადრე, მარკოიშვილისა და შენგელიას ორქულიანების შემდეგ ქართველები ჩამორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ – 46:48. ფინელები ლიდერობას კბილებით იცავენ. კოტი საჯარიმოს ხაზიდან ზუსტია – 50:46 სირენამდე 4 წუთით ადრე. სანიკიძე ორიანს აგდებს, რასაც რანიკო სამიანით პასუხობს 48:53 ფინეთის სასარგებლოდ. ჯარიმებით ფინელები 3 ქულას აგროვებენ და უპირატესობას ზრდიან – 56:48. კოივისტო სამქულიანს აგდებს და სკანდინავიელთა ლიდერობა მატჩში მაქსიმუმს აღწევს – 59:48.
 
ანატოლი ბოისა ზუსტი გარღვევით ჩამორჩენას 9 ქულამდე ამცირებს, თუმცა ფინელები კვლავ აიძულებენ ჩვენებს, დაჯარიმდნენ და ნიიკილა კვლავ 11 ქულით აწინაურებს ფინეთს. შენგელიას ზუსტი გარღვევის შემდეგ მეოთხედიც მთავრდება – 61:52 ფინეთის სასარგებლოდ.
 

 
მეოთხე მეოთხედი
ფინეთი არ ტყდება. ზუსტი სამქულიანებით და საშუალო ტყორცნებით სკანდინავიელები სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებენ. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე სალისნის სროლის შემდეგ საქართველო 59:73 ჩამორჩა. კოპონენის სამქულიანის შემდეგ ფინელების უპირატესობა 16 ქულამდე იზრდება – 77:61 დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე. ცქიტიშვილის, შენგელიასა და ჰაინსის წარმატებული გარღვევების შემდეგ საქართველოს მცირე შანსი გამოუჩნდა – ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა. მატჩის დასრულებამდე 2:25 წუთია.
 
მარკოიშვილი რანიკოს ეჯახება, ეს უკანასკნელი ორივე საჯარიმოს აგდებს – 81:68 საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე. დარჩენილ დროში არაფერი აღარ შეცვლილა. ფინელები შეუდარებლად ესროდნენ სამქულიანებსა თუ საჯარიმოებს და საბოლოოდ 87:73 გაიმარჯვეს.
 

 
 
 

საქართველო
 
4 გამყრელიძე          7         
5 ვ. ბოისა
6 ა. ბოისა                  2
7 ფაჩულია
8 ცინცაძე
9 შერმადინი            13
10 ფარღალავა
11 მარკოიშვილი     10
12 ჰაინსი                  8
13 სანიკიძე              16
14 შენგელია             12
15 ცქიტიშვილი       5
 
ფინეთი
 
4 კოივოსტო             14
5 ნიკკილა                 4
6 მურინენი              11
7 ჰუფი                      10
8 ლი                          5
9 სალინი                  7
10 კოტი                     12
11 კოპონენი             12
12 მაკალაინენი       2
13 მოტოლა
14 ვირტანენი
15 რანიკო                 10