ფრთხილად, შვედი მზვერავი!

ფრთხილად, შვედი მზვერავი!

წუხელ თბილისში ჩამოსულ სლოვაკეთის ნაკრებს შვედეთის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი პუნტუს ფრივოლდი ჩამოყვა. თავგადაპარსული შვედი ერთი შეხედვით შეიმჩნეოდა სლოვაკებს შორის, თანაც ქურთუკზე წარწერა ჰქონდა: SVERIGE – ანუ შვედეთი.
ლინდი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და არ ისურვა გამოლაპარაკება, მხოლოდ ღიმილით დაკმაყოფილდა. ის რიგის რეისს ჩამოჰყვა და ამიტომ ახლდა სლოვაკებს, თორემ მათ დელეგაციაში კი არ შედიოდა. სლოვაკებმა თქვეს, რომ ის შვედეთის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელია, თორემ პირისპირ რომ შევხვედროდი, შეიძლება ვერც კი გამეგო, ვინ იყო.
ლინდი საქართველოში ჩვენი ნაკრების დასაზვერად ჩამოვიდა და ხვალინდელ მატჩსაც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელებთან მატჩი 26 აგვისტოსაა დანიშნული.
 

შვედი მზვერავი იონას ლინდი