პლეი ოფის დაწყებამდე 1 მატჩი დარჩა

პლეი ოფის დაწყებამდე 1 მატჩი დარჩა

დღეს 16–წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. შედეგები ლოგიკური დაფიქსირდა, რის შემდეგაც თითქმის ყველაფერი
გაირკვა. დარჩენილია ერთადერთი მატჩი, რომლის შედეგიც არაფერს არ ცვლის.

“ვერემ” “მარნეული 80:30 დაამარცხა, ხოლო “ორბმა” “თელავს” არ დაუტოვა შანსი. პლეი ოფის რვავე წევრი ცნობილია. პირველი ჯგუფიდან მერვედფინალში
გავიდნენ: „აკადემია“, „ვერე“, „ორბი“ და „რუსთავი“. რუსთაველებს რეგულარული
ჩემპიონატის ბოლო მატჩში „ვარსკვლავებს“ ხვდებიან და თუ დაამარცხებენ, რაც
მოსალოდნელია, პირველ ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავენებ, ხოლო მეოთხეზე „ორბი“
ჩამოინაცვლებს.

მეორე ჯგუფში ყველაფერი დასრულდა. „ქუთაისი“ პირველია, „ბათუმი“
მეორე, შემდეგ მოდიან „ზაზა“ და „მართვე“.