პორტუგალია–საქართველო პირდაპირ ეთერში

პორტუგალია–საქართველო პირდაპირ ეთერში

პორტუგალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დღევანდელ დაპირისპირებას ქართველი გულშემატკივარი პირდაპირ ეთერში იხილავს. გადაწყდა, რომ ფაფეში (პორტუგალიის პროვინციული ქალაქი) გასამართ მატჩს პირველი არხი გადმოსცემს.
 
შესარჩევი ეტაპის დასაწყისში საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა პოლონელებთან, ბელგიელებთან და ბულგარელებთან შეთანხმებას იოლად მიაღწია და ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეპორტაჟებიც ვნახეთ. პორტუგალიაში გასამართი შეხვედრის ტრანსლირების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, როგორც  გავარკვიეთ, “პირველი არხის” სპორტულმა რედაქციამ პორტუგალიელებთანაც მიაღწია შეთანხმებას და ფაფეში გამართულ მატჩს ქართველი გულშემატკივარიც იხილავს.