პორტუგალიას ბელგიაში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

პორტუგალიას ბელგიაში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. A დივიზიონი
 
ამ ტურში საქართველოს ნაკრები ისვენებდა, ჩვენს ჯგუფში კი 2 ძალიან დაძაბული შეხვედრა გაიმართა. პოლონეთმა 75:71 მოუგო ბულგარეთს, ხოლო ბელგიამ 68:63 სძლია პორტუგალიას. ორივე მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე 45 წამით ადრე ჰეშიმუ ევანსის ზუსტმა სროლამ პორტუგალია 63:62 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ჯგუფში სოლიდური უპირატესობით ლიდერობენ.
 

პორტუგალიელებმა ბელგიელი კრისტოფ ბეგინი
ფარს არ გააკარეს
 
 
ბელგიას რომ წაეგო, საქართველოს პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი უჩნდებოდა. ბელგიელებს დარჩენილი ჰქონდათ ბულგარეთშ და შინ პოლონეთთან თამაში, რომელთა წაგების შემთხვევაში საქართველო პირველ ადგილზე გადიოდა, თუკი დარჩენილ ორ შეხვედრას (პორტუგალიაში და შინ ბულგარეთთან) მოიგებდა.
ახლა საქართველო მეორე ადგილისთვის ბრძოლობს, რისთვისაც თავად უნდა მოიგოს დარჩენილი 2 შეხვედრა, ხოლო ბელგიამ ორივე თმაში არ უნდა წააგოს. თუკი ბელგიელები ორივეს წააგებენ, სამ გუნდს – საქართველოს, ბელგიას და პოლონეთს – თანაბარი ქულები უგროვდებათ და ამ სამი ნაკრების ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტი მოგება (3) პოლონეთს ექნება, მეორეზე ბელგია დაჯდება (2 მოგება), ხოლო საქართველო მესამე ადგილზე გავა (1 მოგება).
 
ასეა თუ ისე, საქართველოს დარჩენილი მატჩები მოსაგები აქვს და ეს რომ რთული იქნება, წუხანდელმა შედეგებმაც გამოაჩინა – პორტუგალიამ ლამის ბელგიაში მოიგო, ხოლო ბულგარეთს პოლონეთში მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა. საქართველოს ნაკრები დღეს დილას ჩარტერული რეისით ჩაფრინდება პორტუგალიის დედაქალაქ პორტუში, საიდანაც ქალაქ გიმარაეშისკენ აიღებს გეზს და 26 აგვისტომდე კარგად მოემზადება.შეხვედრა თბილისის დროით ღამის პირველის ნახევარზე დაიწყება.
 
A ჯგუფი
იტალია – ისრაელი 71:79
მონტენეგრო – ლატვია 96:66
ფინეთი – მონტენეგრო 60:74
ლატვია – იტალია 69:68
ისრაელი – ლატვია 110:88
იტალია – ფინეთი 82:73
მონტენეგრო – იტალია 71:62
ფინეთი – ისრაელი 84:83
ლატვია – ფინეთი 87:67
ისრაელი – მონტენეგრო 77:73
ისრაელი – იტალია 76:81
ლატვია – მონტენეგრო 84:90
იტალია – ლატვია 109:93
მონტენეგრო – ფინეთი 91:71
ფინეთი – იტალია 83:85
ლატვია – ისრაელი 56:92
 
1.         მონტენეგრო                        6          5/1       495/420           11
2.         იტალია                                7          4/3       558/544           11
3.         ისრაელი                              6          4/2       517/453           10
4.         ლატვია                                7          2/5       543/632           9
5.         ფინეთი                                6          1/5       438/502           7
 
26 აგვისტო
ისრაელი – ფინეთი
იტალია – მონტენეგრო
 
29 აგვისტო
ფინეთი – ლატვია
მონტენეგრო – ისრაელი
 
B ჯგუფი
უნგრეთი – დიდი ბრიტანეთი 82:91
უკრაინა – მაკედონია 58:71
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უკრაინა 86:76
მაკედონია – უნგრეთი 78:44
დიდი ბრიტანეთი – მაკედონია 104:96 (ოტ.)
უნგრეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 74:70
უკრაინა – უნგრეთი 80:71
ბოსნია-ჰერცეგოვინა – დიდი ბრიტანეთი 80:84
დიდი ბრიტანეთი – უკრაინა 90:76
მაკედონია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:56
დიდი ბრიტანეთი – უნგრეთი 66:64
მაკედონია – უკრაინა 71:55
უკრაინა – ბოსნია-ჰერცეგოვინა 87:69
უნგრეთი – მაკედონია 85:82
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უნგრეთი 73:64
მაკედონია – დიდი ბრიტანეთი 75:56
 
1.         მაკედონია                7          5/2       543/458          12
2.         დიდი ბრიტანეთი 6          5/1       491/473          11
3.         უნგრეთი                  7          2/5       484/540          9
4.         ბოსნია                       6          2/4       434/455          8
5.         უკრაინა                    6          2/4       432/458          8
 
26 აგვისტო
უნგრეთი – უკრაინა
დიდი ბრიტანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
 
29 აგვისტო
უკრაინა – დიდი ბრიტანეთი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – მაკედონია
 
C ჯგუფი
საქართველო – პოლონეთი 84:65
პორტუგალია – ბულგარეთი 59:67
პოლონეთი – პორტუგალია 86:64
ბელგია – საქართველო 74:64
პორტუგალია – ბელგია 69:78
ბულგარეთი – პოლონეთი 74:70
საქართველო – პორტუგალია 73:57
ბელგია – ბულგარეთი 74:69
ბულგარეთი – საქართველო 79:83
პოლონეთი – ბელგია 93:73
ბულგარეთი – პორტუგალია 103:64
პოლონეთი – საქართველო 67:58
საქართველო – ბელგია 63:86
პორტუგალია – პოლონეთი 85:84 ოტ.
პოლონეთი – ბულგარეთი 75:71
ბელგია – პორტუგალია 68:63
 
1.         ბელგია                      6          5/1       453/421           11
2.         პოლონეთი               7          4/3       540/509           11
3.         საქართველო          6          3/3       425/428           9
4.         ბულგარეთი             6          3/3       463/425           9
5.         პორტუგალია           7          1/6       461/559           8
 
26 აგვისტო
ბულგარეთი – ბელგია
პორტუგალია – საქართველო
 
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი
ბელგია – პოლონეთი