საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 26 აგვისტოს, პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ქვეყნის ჩრდილოეთით, პორტუდან 50 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქ გიმარაეშის მახლობლად, 14-ათასიან დასახლება ფაფეში ჩატარდება.იგორ კოკოშკოვის გუნდი პორტუგალიაში თბილისი-პორტოს ჩარტერული რეისით, 24 აგვისტოს 08:00 საათზე გაემგზავრება. საქართველოს დელგაცია პორტუში კომპანია ”ეარ მოლდოვას” კუთვნილი ”ეარბას 320”-ით გაფრინდება.
ჩარტერული რეისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს.საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს მგზავრობასთან დაკავშირებით დაბრკოლება არ შეექმნას.ჩარტერული რეისით ნაკრებთან ერთად პორტუგალიაში გამგზავრება გულშემატკივრებსაც შეეძლებათ. კომპანია ”სპორტ რაიზენი” ქომაგებს სხვადასხვა ღირებულების ტურ-პაკეტებს შესთავაზებს, რომელთა ფასიც 400-დან 500 ევრომდე განისაზღვრება. კომპანია არ უზრუნველყოფს გულშემატკივრებისათვის სავიზო მომსახურეობას, მგზავრებს წესრიგში უნდა ჰქონდეთ პასპორტი, ”შენგენის ზონის” ქვეყნებში შესასვლელი ვიზით.
მომსახურეობაში შედის თვითმფრინავით მგზავრობა, სასტუმროში განთავსება, თამაშის დღეს პორტუდან ავტობუსით გამგზავრება, მატჩზე დასწრება და მატჩის შემდეგ პორტუს აეროპორტში დაბრუნება. საქართველოს დელეგაცია პორტუგალიიდან 27 აგვისტოს 03:00 საათზე გამოემგზავრება და თბილისში 11:00 საათისათვის ჩამოფრინდება.
www.sport.gov.ge