პრიმერადივიზიონში მე–13 ტური “ქართული” კლუბებისთვის დანავსული გამოდგა

ესპანური პრიმერადივიზიონის მე-13 ტური საქართველოს ნაკრების წევრებისთვის წარუმატებელი გამოდგა – ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ვლადიმერ ბოისასა და ტაირონ ელისის გუნდები წაგებას ვერ გადაურჩნენ.
ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ” “მანრესასთან” გასვლითი მატჩი 79:85 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი 29 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. “სკიტამ” 6-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 ორქულიანი ჩაგდო.
“ფუენლაბრადას” შემადგენლობაში ცქიტიშვილზე შედეგიანები მხოლოდ ოლესონი (16) და ბუენო (14) გახლდნენ.
 

ნიკა ცქიტიშვილს მეტოქემ ფარზე მიასწრო
ცქიტიშვილის გუნდი 5 მოგებითა და 7 მარცხით მე-10 პოზიციაზეა.
სახელოვან “ბარსელონასთან” მატჩში “ვივემენორკას” სასტარტო ხუთეულში ითამაშა ვლადიმერ ბოისამ. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, მისი კლუბი კი 61:75 დამარცხდა.
ბოისამ 4 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, სამქულიანებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, 6 საჯარიმოდან კი 6 გამოიყენა.
მენორკელთა რიგებში საუკეთესო სტოიჩმა 20 ქულა მიითვალა, ხოლო კატალონიელთა მხრიდან ასევე 20 ქულა ნავარომ დააგროვა.
13 ტურის თავზე 4 მოგებითა და 8 მარცხით ბოისას კლუბი მე-11 ადგილზეა.
მარცხი განიცადა ტაირონ ელისის “კახასოლმაც”, რომელმაც ვალენსიაში “ხუვენტუტთან” 66:77 წააგო.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 32 წუთში 12 ქულის, 3 მოხსნისა და 3 პასის მოგროვება მოახერხა.
ტაირონმა 8 სამქულიანიდან 2 ჩააგდო, 2 ორქულიანიდან 1 გამოიყენა და 4 საჯარიმოც ზუსტად სტყორცნა.“კახასოლი” ერთადერთი მოგებით უიმედო აუტსაიდერად რჩება.
 

ტაირონ ელისმა ბურთი მაგრად ჩაბჭუჯა