ბოლომდე ებრძოლა ღირსეულ მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – ჯეიკობ პულენის „ჰაპოელი“, რომელმაც ისრაელის მიმდინარე ჩემპიონატში მოგების გემო არ იცის, წაუგებელ „ნეთანიას“ ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში– 74:77 დათმო.
იერუსალიმელებმა თამაში ინერტულად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩნენ. შესვენების შემდეგ “ჰაპოელი” გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და თამაშის ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად დედაქალაქელებს ძალები აღარ ეყოთ.
ქართული პასპორტის მქონე პულენი “ჰაპოელის” სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ჯეიკობმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, მის წინაღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
4 ტურის შემდეგ 4 წაგების მქონე „ჰაპოელი“ ბოლო ადგილზე იმოფება. 4 ნოემბერს იერუსალიმელები აშდოდის “მაკაბის” უმასპინძლებენ, ხოლო გიორგი შერმადინის “მაკაბი” მოსახელე ჰაიფას გუნდს ესტუმრება.