ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
კახასოლი” სეზონის ფინიშზე ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. ტაირონ ელისმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ მოედანზე “უნიკახა” 87:83 დაამარცხეს, რაშიც დიდი როლი თავად ელისმაც ითამაშა.
ელისმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, 7 სამქულიანიდან 5 გამოიყენა და საბოლოოდ, 18 ქულა გააკეთა, რაც 4 საჯარიმოდან სამის გამოყენებით შეავსო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 33 მატჩი, 14:19, X ადგილი.
ტაირონ ელისი: 33 მატჩი (33 სასტარტოში), 13.0 ქულა, 2.8 მოხსნა, 1.9 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა “კიევმა” ფლეი ოფის მეორე წრეში ორივე შეხვედრა მოუგეს “პოლიტექნისკას”.
კიევი – პოლიტექნიკა 98:68
“კიევის” გამარჯვებაში მანუჩარ მარკოიშვილმა 10-ქულიანი წვლილი შეიტანა და 11 წუთში ასევე 3 მოხსნა დააგროვა.
მარკოშვილმა 4 სამქულიანიდან 2 გამოიყენა და ოთხივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კიევი – პოლიტექნიკა 104:72
მარკოიშვილმა ამჯერად 16 წუთში 6 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ორივე გუნდში კი ყველაზე შედეგიანი იყო მისი თანაგუნდელი რაიან სტეკი, რომლის ანარიშზეც 22 ქულა გახლდათ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.