ნიკა ცქიტიშვილის რეკორდი და ელისის გუნდის მოგება
NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
პირველი შეხვედრა ჩაატარა ტრავმის შემდეგ მომჯობინებულმა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც “ვაშინგტონთან” შეხვედრაში 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ზაზა სათადარიგოთა შორისიმყოფებოდა, ხოლო თამაშიდან კი 2-დან 1 სროლა გამოიყენა და მატჩი 2 პერსონალურით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ გაეცნობით.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მიმდინარეობას აქ ნახავთ.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
იტალიაში გადასვლიდან, თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელმაც 27 წუთში 20 ქულა დააგროვა, თუმცა მისი “ტერამო” მაინც დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე თამაშიდან 13-დან 7 ზუსტი სროლა იყო. ნიკამ ხუთივე საჯარიმო გამოიყენა.
ორლანდო – ტერამო 96:7632:20, 20:16, 25:21, 19:19ორლანდო: სლეი (27 ქ. 5 პ), ჩ. უოლასი (22 ქ. 7 მ), დიენერი (18 ქ. 7 მ), ჰაუელი (10 ქ. 9 მ), ვოიჩიკი (10 ქ).ტერამო: ნიკოლოზ ცქიტიშვილი (27 წუთი, 20 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი), პაუელი (14 ქ), ტაკერი (13 ქ. 9 მ).
ტერამო: 9 მატჩი, 5:4, IX ადგილი. ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 9 მატჩი (9 სასტარტოში), 11.1 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისი საუკეთესო იყო “კახასოლში”, მისმა გუნდმა კი სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 8 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ სამი ვერ გამოიყენა და ოთხივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ტაირონმა 22 საბონუსო ქულა დააგროვა.
კახასოლი – ესტუდიანტესი 86:7225:24, 15:15, 24:8, 24:25კახასოლი: ტაირონ ელისი (29 წუთი, 19 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა), მაილზი (14 ქ. 9 პ. 2 მ), ბეტსი (13 ქ), იგნერსკი (13 ქ), კაკიუზისი (11 ქ. 11 მ).ესტუდიანტესი: ლ. ლიუისი (14 ქ. 4 მ. 4 პ), ს. სანჩესი (14 ქ. 3 პ), ჯეისენი (13 ქ).
კახასოლი: 7 მატჩი, 2:5, XIII ადგილი.ტაირონ ელისი: 7 მატჩი (7 სასტაროში), 12.9 ქულა, 3.1 პასი, 2.4 მოხსნა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)
ვლადიმერ ბოისამ თამაშიდან 11-ში 6 სროლა გამოიყენა, “სპარტაკ-პრიმორიემ” კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა “ტრიუმფი: 83:80. ბოისამ რუსეთში თავისი ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატრა, მის გარდა კი “პრიმორიეში” 27 ქულით თავი ერნესტ ბრემერმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ “ტრიუმპჰს” ამ მატჩამდე 8-დან ერთადერთი შეხვედრა ჰქონდა წაგებული.
ტრიუმფი – სპარტაკ-პრიმორიე 80:8323:23, 18:19, 13:14, 26:27ტრიუმფი: ჩეტმენი (23 ქ), ლაიდეი (16 ქ), ვიალცევი (13 ქ), ტოპოროვი (12 ქ).სპარტაკ-პრიმორიე: ბრემერი (27 ქ), ვლადიმერ ბოისა (30 წუთი, 15 ქულა, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა), გინიევიჩუსი (11 ქ. 4 მ), ბლერი (11 ქ. 7 მ).
სპარტაკ-პრიმორიე: 7 მატჩი, 3:4, VII ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (ბ.კ. კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო და უკრაინული მასმედიის ქებაც დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების წევრმა დაცვაშიც სანაქებოდ იმუშავა და შეტევაშიც საკმაოდ აქტიური იყო. მანუჩარის გუნდი უკრაინის პირველობის ერთპიროვნული ლიდერია.
ბ.კ. კიევი – პულსარი 95:6024:20, 22:10, 31:12, 18:18ბ.კ. კიევი: მანუჩარ მარკოიშვილი (21 წუთი, 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება), კრავცოვი (14 ქ. 6 მ), ჯეტერი (12 ქ. 5 პ).პულსარი: დიატლოვსკი (15 ქ. 5 მ), ფრასენიუკი (11 ქ).
ბ.კ. კიევი: 5 მატჩი, 5:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.