ქართული ლეგიონი ევროპაში

იტალია
ვლადიმერ ბოისა (სიენა)
ვლადიმერ ბოისამ და მისმა “სიენამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. ბოისამ ერთი სამქულიანი გამოიყენა, “სიენამ” კი “უპეა კაპო” 77:58 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლიტველი რიმანტას კაუკენასი იყო.
სიენა – უპეა კაპო 77:58 (23:24, 20:12, 14:10, 20:12)
სიენა: კაუკენასი (19 ქ. 4 პ), ფორტე (12 ქ), ბაქსტერი (12 ქ. 6 მ), სატო (12 ქ. 4 მ), ვლადიმერ ბოისა (10 წუთი, 3 ქულა, 2 მოხსნა).უპეა კაპო: ჯ. უელსი (24 ქ. 10 მ), ე. იანგი (13 ქ. 3 პ), მოკონგო (11 ქ).
სიენა: 28 მატჩი, 24:4, I ადგილი.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)

ტაირონ ელისი “სკაფატისთან” მატჩის ყველაზე შედგიანი მოთამაშე იყო. მან 28 წუთში 22 ქულა დააგროვა და 4 სმქულიანიდან 3 ზუსტად შეასრულა. მეტოქეები მასზე 7-ჯე დაჯარიმდნენ.
ნაპოლი – სკაფატი 95:62 (23:13, 20:11, 27:19, 25:19)
ნაპოლი: ტაირონ ელისი (28 წუთი, 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი), როკა (11 ქ. 8 მ), სპინელი (11 ქ. 4 პ), სესეი (10 ქ. 8 მ), მალავენტურა (10 ქ. 3 მ), ობენონი (10 ქ).სკაფატი: აპოდაკა (20 ქ. 4 მ), ლოუერსი (8 ქ).
ნაპოლი: 28 მატჩი, 16:12, V ადგილი.
ესპანეთინიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო)
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ნიკა ცქიტიშვილის “კახა სან ფერნანდო” გასვლაზე “ვალიადოლიდთან” 83:97 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიზე 11 ქულა და 4 მოხსნა იყო. 17 წუთში მან თამაშიდან 8-დან 3 სროლა გამოიყენა.
ვალიადოლიდი – კახა სან ფერნანდო 97:83  (27:13, 25:23, 21:21, 24:26)
ვალიადოლიდი: გომისი (21 ქ. 10 პ), იებრა (19 ქ. 5 მ. 4 პ), ელი (16 ქ. 14 მ), ბ. ჰოპკინსი (14 ქ. 4 მ).კახა სან ფერნანდო: იგნერსკი (16 ქ), ვიდენოვი (15 ქ. 4 პ), ფემერლინგი (15 ქ. 7 მ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (17 წუთი, 11 ქულა, 4 მოხსნა).
კახა სან ფერნანდო: 29 მატჩი, 13:16, X ადგილი.
ვიქტორ სანიკიძე (ესტუდიანტესი)
“გრანადასა” და “ესტუდიანტესის” შეხვედრა გადაიდო.
საფრანგეთი
ვახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი)
ვახტანგ ნაცვლიშვილმა და მისმა “დიჟონმა” საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში თავიდანვე დიდი უპირატესობა მისცეს “რუანს” და საბოლოოდ 86:98 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 24 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. მისმა გუნდმა 26 შორეული სროლიდან მხოლოდ 8 გამოიყენა.
დიჟონი – რუანი 86:98 (24:35, 16:16, 13:20, 23:17)
დიჟონი: ტ. ჯონსონი (22 ქ. 2 ჩ), ლუქსი (18 ქ. 3 მ), სკიარა (13 ქ. 10 პ. 8 მ. 2 ჩ), ვახტანგ ნაცვლიშვილი (24 წუთი, 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა, 1 პასი).რუანი: დ. სპენსერი (35 ქ. 3 მ), ა. ჰარპერი (21 ქ. 8 პ), სალიერსი (21 ქ. 5 მ. 5 პ. 2 ჩ).
დიჟონი: 29 მატჩი, 15:14, X ადგილი.
გორდონ ჰერბერტი (პო-ორტეზი)
გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმაც” წააგო თავისი შეხვედრა. საქართველოს ნაკრების თავკაცის შეგირდებს “ბეზანსონმა” 103:100 აჯობა.
ბეზანსონი – პო-ორტეზი 103:100 (17:28, 22:22, 30:17, 16:18)
ბეზანსონი: ჯ. ფორდი (27 ქ. 5 მ), კოლსონი (25 ქ. 12 პ), ბრედფორდი (15 ქ. 2 პ). პო-ორტეზი: მ. რაიტი (23 ქ. 11 მ), სანდერსი (19 ქ), ჰარისონი (16 ქ. 5 მ), ფერშო (15 ქ), მაილზი (11 ქ. 10 მ).
პო-ორტეზი: 29 მატჩი, 16:13, VI ადგილი