იტალიავლადიმერ ბოისა (სიენა)
ვლადიმერ ბოისას “სიენა” არაჩვეულებრივ კალათბურთს თამაშობენ. ვოვამ და მისმა თანაგუნდელებმა მესამე შეხვედრაშიც უშანსოდ დატოვეს “კანტუ”, ხოლო თავად ბოისა კი 17 წუთში 5 მოხსნითა და 3 ქულით გამოირჩა. მან 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და 3 საშუალო სროლიდან 1 ზუსტად შეასრულა. ფლეი ოფის პირადი მიმდინარე რეკორდები ტერელ მაკინტაირმა (11 პასით) და ბენჟამინ ეზემ (14 ქულა, 14 მოხსნა) დაამყარეს. მომდევნო წრეში “სიენა” შეხვდება “რომას”.
სიენა – კანტუ 91:6028:9, 22:19, 23:13, 18:19სიენა: კაუკენასი (15 ქ. 4 მ), ბაქსტერი (15 ქ. 4 მ), ეზე (14 ქ. 14 მ), ფორტე (11 ქ. 2 მ), სატო (10 ქ. 6 მ), მაკინტაირი (8 ქ. 11 პ), ვლადიმერ ბოისა (17 წუთი, 3 ქულა, 5 მოხსნა).კანტუ: შო (14 ქ. 6 მ), ფ. ჯოუნსი (13 ქ. 4 მ).
სიენამ მოიგო სერია 3:0.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)
დაასრულა საფლეიოფო ბრძოლა ტაირონ ელისის “ნაპოლიმ”, რომელმაც ვერც მესამე მატჩში დაუპირსიპირა რამე დეჟან ბოდიროგას “რომას” და დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე ამჯერად 9 სამქულაინიდან 8 არაზუსტი მცდელობა იყო.
რომა – ნაპოლი 83:5819:8, 18:13, 22:17, 24:20რომა: ბოდიროგა (13 ქ. 7 პ. 4 მ), ჯიაჩეტი (12 ქ. 4 პ), სტეფანსონი (12 ქ), დ. ჰოკინსი (11 ქ).ნაპოლი: როკა (16 ქ. 7 მ), სესეი (13 ქ. 4 პ), ტაირონ ელისი (29 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი).
რომამ მოიგო სერია 3:0.