ევროჩელენჯის მორიგი ტურის მატჩებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ნაკრების მოთამაშებმა და ჩვენც მათ ამბებზე ვისაუბრებთ.
გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმა” შინ ბელგიურ “ოსტენდეს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 87:83 გაიმარჯვა. ცინცაძემ ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი ორმოცივე წუთი გაატარა. გიორგი არ შეუცვლიათ დ ამანაც თავი გამოიჩინა – იმ სამეულს შორის მოხვდა, რომლებმაც “როკს” 17–17 ქულა შესძინეს. მან 8–დან 4 ორქულიანი და 5–დან 2 სამიანი ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
სანიკიძეს მხოლოდ 6 წუთი ებოძა და მანაც ერთადერთი მოხსნის გარდა ვერაფერი მოიხვეჭა.
“როკი” ამ გამარჯვებით ცხრილში დაწინაურდა და იტალიერ “ვირტუსთან” ერთად პირველ–მეორე ადგილებს ინაწილებს.
ბელგიელთა ფარს უტევს გიორგი ცინცაძე
იმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმაც”, რომელმაც სტუმრად გერმანულ “სკაილაინერსს” 66:58 აჯობა. მარკოიშვილი ამ შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 17 ქულით, რასაც მან 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა. კიეველები ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით H ჯგუფში პირველ–მეორე ადგილებს ინაფილებენ რუსულ “ტრიუმფთან” ერთად.
A ჯგუფში მოთამაშე ტაირონ ელისის “კახასოლი” ლატვიაში “ვენტსპილსს” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 70:78 წააგო. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მასპინძლები მხოლოდ ქულას იგებდნენ, თუმცა სევილიელებმა ქულის მოპოვება ვეღარ შესძლეს და ჯგუფში მეორე მარცხი იწვნიეს. ტაირონ ელისმა 26 წუთი ითამაშა და მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა. საბოლოო ჯამში კი 7 ქულა და თითო მოხსნა–პასი დაუგროვდა.
“კახასოლი” ჯგუფში მეორე–მეოთხე ადგილებს ინაწილებს პოლონურ “ენერგიასა” და “ვენტსპილსთან ერთად”. პირველზე კი დაუმარცხებელი ბელგიური “ლიეჟია”