ქართველების სარაგოსამ ბერლინის ალბა გაანადგურა

ქართველების სარაგოსამ ბერლინის ალბა გაანადგურა

ქართველი კალათბურთელების არაგონულმა გუნდმა “სარაგოსამ” ევროთასის გათამაშებაში მორიგი, რიგით მე-4 მატჩი მოიგო. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდმა გერმანულ “ალბას” უმასპინძლა და ბერლინელები 25 ქულის სხვაობით – 75:50 გაანადგურა.
ქართველ კალათბურთელთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი იყო და 15:20 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
შედარებით შედეგიანად გაისარჯა სანიკიძე, რომელმაც 20:54 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.
ევროთასის D ჯგუფს 5-5 მოგებით ფრანგული “გრაველინი” და ხსენებული “ალბა” ლიდერობენ, “სარაგოსას” და კიდევ ერთ გერმანულ კლუბ – “ბონს” 4-4 გამარჯვება მოუგროვდათ, შემდეგ კი იტალიური “რომა” (2) და ბელგიური “მონსი” (1) მოდიან.
“სარაგოსა” მორიგ საევროთასო მატჩს 4 დეკემბერს შინ, ასევე გერმანულ “ტელეკომთან” გამართავს.