ქართველი 16-წლამდელები პორტუგალიასთან დამარცხდნენ და მე-11 ადგილისთვის ჰოლანდიას შეხვდებიან

ქართველი 16-წლამდელები პორტუგალიასთან დამარცხდნენ და მე-11 ადგილისთვის ჰოლანდიას შეხვდებიან

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლოსწინა მატჩი გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე პორტუგალია იყო და გამარჯვებული მე-9 ადგილისთვის მატჩში ასპარეზობის უფლებას იღებდა. პორტუგალიელებმა 17 ქულის სხვაობით – 79:62 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებშ არ უთამაშია გუნდის ლიდერ ოთარ პერტაიას. მიუხედავად დანაკლისისა, ქართველებმა შედეგიანად დაიწყეს თამაში და პირველი პერიოდი 24:14 მოიგეს, თუმცა უხეირო მეორე მეოთხედისს შემდეგ (11:27), დიდი შესვენებისთვის 6 ქულით ჩამორჩნენ. მატჩის ბედი მალევე გაირკვა. პორტუგალიელებმა მესამე ათწუთეული 21:13 მოიგეს და 14 ქულით დაწინაურებულებს საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებიათ.
საქართველოს ნაკრებში 12-12 ქულა დააგროვეს სამმა კალათბურთელმა – ირაკლი სულხანიშვილმა, კახა ჟღენტმა და გივი გოგიტაშვილმა. პარალელურ საკვალიფიკაციო მატჩში ჰოლანდია სლოვაკეთთან დამარცხდა. სწორედ ჰოლანდია შეხვდება საქართველოს მე-11 ადგილისთვის მატჩში. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. სოფია. ბულგარეთი. 19 აგვისტო პორტუგალია 79:62 საქართველო სრული სტატისტიკა: 79:62