რუმინეთში საერთაშორისო ტურნირ „ბალკანეთის მომავალ ვარსკვლავში“ საასპარეზოდ მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალური მატჩი თურქეთთან წააგო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის წევრთან ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ წარმატების შანსი არ ჰქონიათ.
შეხვედრა თურქებმა 29 ქულით – 87:58 მოიგეს. ქართველებმა ტოლ-სწორად თურქებს მეორე ტაიმში ეთამაშეს, თუმცა პირველ ნახევარში სხვაობა დიდი იყო და საბოლოოდ დიდი სხვაობაც დაფისირდა.საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო შედეგი ოთარ პერტაიამ დააფიქსირა. მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, საბა გეგუჩაძე იყო 11 ქულით. კახა ჟღბტმა შეხვედრა 8 ქულით დაასრულა, 6 ქულა ჰქონდა ირაკლი სულხანიშვილს.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე ბოლო, მე-3 ადგილისთვის მატჩს 21 დეკემბერს გამართავს. ქართველებს რევანშის შანსი ეძლევათ. ტურნირის პირველი მატჩი სწორედ დღევანდელ მეტოქე ბულგარეთთან – 63:67 წააგეს.შეხვედრა თბილისის დროით 6-ის ნახევარზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შეგეძლებათ ბმულზე:
http://www.frbaschet.ro/campionat-masculin/cupa-balcanica#mbt:17-303$t&0=1
საერთაშორისო ტურნირი. ბუქარესტი. რუმინეთი. 20 დეკემბერითურქეთი 87:58 საქართველო29:13:, 18:11, 20:20, 20:14სრული სტატისტიკა: 87:58