ქართველი 20–წლამდელები ფინელებს ვეღარ გასწვდნენ

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სკოპიე. 22 ივლისი
საქართველო 59:68 ფინეთი
 
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით კი დაძლია და მეორე ეტაპი ბონუს–ქულითაც დაიწყო, მაგრამ დღეს პირველ მეტოქესთან დამარცხდა და თუკი ხვალ პოლონეთს ვერ მოუგებს, მომდევნო ნახევარფინალში ვერ გავა.
დავით უსტიაშვილის გუნდმა ერთ სკანდინავიურ გუნდს კი სძლია, მაგრამ ფინეთი შვედეთზე გაცილებით ძლიერი გამოდგა და ქართველებს 11 ქულით – 68:59 მოუგო.
შევედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო მეთხედში გაირკვა. უსტიაშვილის გუნდმა პირველი მეოთხედი კი მიგო, მაგრამ ბოლომდე ძალები აღარ გაჰყვა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში საყაიმო იყო, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის წინ ფინელები ოდენ ქულას იგებდნენ –53:52.
ბოლო ათწუთეულში უსტიაშვილის გუნდს ძალა აღარ ეყო, რომ ფინელებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და სკანდინავიელებმა იმარჯვეს კიდეც.
ქართველთაგან თავი ისევ თორნიკე შენგელიამ ისახელა, რომელმაც 19 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ბექა წივწივაძემ 16 დააგროვა. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა 73:63 დაამარცხა შვედეთი და პირველ ადგილზე გამყარდა. ბოლო ტურში, ხვალ, საქართველო პოლონეთს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გადის.
 
სატურნირო ვითარება
 
პოლონეთი              2          2          0          4
ფინეთი                    2          1          1          3
საქართველო           2          1          1          3
შვედეთი                  2          0          2          2
 

ბურთითაა ლევან შენგელია