მთელს მსოფლიოში ახლა ეროვნული ნაკრებების მატჩების დროა. თითქმის ყველა კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის თამაშები გაიმართება და ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, ევროპაზეა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. თუმცა მხოლოდ ჩვენი ეროვნული გუნდი არაა, აღნიშნული ტურნირის მატჩებში საქართველოს ოფიფიალური პირი, მატჩის დელეგატი წარმოადგენს.
ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი, საკმაოდ პრინციპულ მატჩს მოემსახურება. ის იმუშავებს 3 ივლისს რიგაში, სადაც ისრაელის ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ლატვიის დედაქალაქი ამ დღეებში ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებული ცენტრი ხდება – მერაბის სამშობლოს გუნდი, საქართველოს ეროვნული ნაკრებიც სწორედ რიგაში, 2 ივლისს მართავს თავის გასვლით შეხვედრას უკრაინასთან.
სამწუხაროდ, შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, როგორც ჩვენი, ისე გერმანიის ნაკრებების მასპინძელი ქვეყნები იძულებულნი არიან, საშინაო მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაიტანონ. სწორედ ამ მიზეზით, უკრაინაც და ისრაელიც საკუთარ მეტოქეებს ლატვიის დედაქალაქში უმასპინძლებენ.
3 ივლისი. რიგა (ლატვია)
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
ისრაელი – გერმანია
მატჩის დელეგატი: მერაბ რატიშვილი