საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ერთ დღეში 2 რუსული გუნდი დაამარცხა. ეს მოხდა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპი დაიწყო.
აქამდე გამართულ 2 ეტაპში ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 6 მოიგო და თუკი ლატვიურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზებს, ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
შესაბამისად, ქართველები ფინალთან ახლოს არიან, რადგან ვენტსპილსში გასამართი 5 მატჩიდან 2 უკვე მოიგეს. ჩვენებმა დღეს ჯერ სანკტ-პეტერბურგის „ვასილოოსტროვსკაია” 72:57 დაამარცხეს, შემდეგ კი, დაახოებით 3 საათის შემდეგ, რუსულსავე „ენისეის” 89:58 მოუგეს.
ქართველების უპირატესობა ორივე მატჩში დიდი იყო. ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2 მატჩის ჯამში 46 ულით დამარცხა რუსული კლუბები. საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 28 მარტს ჯერ ვენტსპილსის „სპარსს” შეხვდება, შემდეგ კი სოხხურ „გრანდს” დაუპირისპირდება. მე-3 ეტაპის ბოლო, მე-5 მატჩს ქართველები 29 მარტს, პოლონური „პომერანიას” წინააღმდეგ გამართავენ.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. მე-3 ეტაპი. ვენტსპილსი. ლატვია
საქართველო 72:57 ვასილოოსტროვსკაია
სტატისტიკა: 72:57
ენისეი 58:89 საქართველო
სტატისტიკა: 58:89