ქართველმა 14-წლამდელებმა სანკტ-პეტერბურგში რუსები 36 ქულით დაამარცხეს

ქართველმა 14-წლამდელებმა სანკტ-პეტერბურგში რუსები 36 ქულით დაამარცხეს

საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპი წარმატებით დაიწყო. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მეტოქეს – სანკტ-პეტერბურგის „ცენტრალნაიას“ 36 ქულით – 76:40 მოუგო.
ევროპის ლიგის მესამე ეტაპი დღეს სანკტ-პეტერბურგში დაიწყო და 20 მარტამდე გაგრძელდება. ქართველებმა მასპინძელი თანატოლები ისე დაამარცხეს, წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო 41:26 იგებდა, ხოლო მესამე პერიოდის 7 ქულით მოგებით მატჩის ბედი გადაწყვიტა.
14 ქულითა და 8 მოხსნით ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ვოვა თავაქარაშვილმა დააფიქსირა. 12-12 ქულა მიითვალეს ზურაბ ვაშაკიძემ და ალექსანდრე მერკვილაძემ. 9 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ირაკლი კილაძემ.
საქართველოს ნაკრები დღეს კიდევ ერთ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე სანკტ-პეტერბურგის „ორბიტა“ იქნება.
სრული სტატისტიკა: 76:40
უტევს ვოვა თავაქარაშვილი