ქართველმა 15-წლამდელებმა მოსკოვის “ხიმკიც” დაამარცხეს

ქართველმა 15-წლამდელებმა მოსკოვის “ხიმკიც” დაამარცხეს

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. დღეს ქართველებმა ლიტვურ SMK-ს მოუგეს, რის შემდეგაც რუსეთის ძლიერ წარმომადგენელ, მოსკოვის „ხიმკის“ შეხვდნენ და მასაც სძლიეს – 73:59.
საქართველოს ნაკრებში თავი გამოიჩინა აღნიშნულ ასაკთან შედარებით უმცროსმა – 14-წლამდელთა ნაკრების წევრმა ვოვა თავაქარაშვილმა. გორელმა მოზარდმა კალათბურთელმა 20 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 21 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, რომელიც ასევე ასაკით უფროს – 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს ხოლმე.
საქართელოს ნაკრებს ვილნიუსის ეტაპზე 4-დან 3 მოგება აქვს და ხვალ, ევროპის ლიგის მეორე ეტაპის დასკვნით მატჩში ლიტვის დედაქალაქში ბოლო მატჩს – ლიტვურ კლუბ „ვილნიუსთან“ გამართავს. 
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. U15. ვილნიუსი. ლიტვა საქართველო 73:58 ხიმკი (რუსეთი) სრული სტატისრიკა: 73:58